ახალი ამბები

მარტვილში ენმ-ს პრეზენტაცია ექსცესების გარეშე ჩატარდა

14 ივლისი, 2023 • 1233
მარტვილში ენმ-ს პრეზენტაცია ექსცესების გარეშე ჩატარდა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მარტვილში საკუთარი საპენსიო რეფორმის პრეზენტაცია გამართა.

მარტვილამდე მსგავსი შეხვედრები გაიმართა კასპსა და საგარეჯოში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს აგრესიულად განწყობილი პირები დახვდნენ და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

„ბანერის გაკეთებაც დაგვჭირდა აგერ, რომ ქვის სროლით პენსია არ იზრდება“, — თქვა ხაბეიშვილმა მარტვილში გამართლ შეხვედრაზე.

ენმ ამომრჩევლებს ჰპირდება კაცებისთვის საპენსიო ასაკის 60 წლამდე დაწევას, მინიმალური პენსიის 400 ლარამდე (მაღალმთიან რეგიონებში დაახლოებით 560 ლარი) გაზრდას და პენსიონერებისთვის საპენსიო სესხების განულებას.

„ასევე, ჩვენ ვამბობთ, რომ 70 წელს ზემოთ კი არა, უკვე 65 წელს ზემოთ უნდა იყოს დანამატი პენსიაზე და თუ მინიმალური პენსია იქნება 400 ლარი, 65 წლიდან ყველა პენსიონერს უნდა მიეცეს არანაკლებ 500 ლარი. ამას სჭირდება დაახლოებით 300-400 მილიონის დამატება, რაც ჩვენი ბიუჯეტისთვის, თუ გამოვაკლებთ ქურდობას, აბსოლუტურად რეალურია“, — განაცხადა ხაბეიშვილმა.

ქვების სროლა და ცემა „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველთან მორიგ შეხვედრაზე

კასპში, სადაც ხაბეიშვილს ორგანიზებული ჯგუფი დახვდა, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

მასალების გადაბეჭდვის წესი