ახალი ამბები

ივანიშვილის ქონება 600$ მილიონით გაიზარდა – „ბლუმბერგი“

13 ივლისი, 2023 • 715
ივანიშვილის ქონება 600$ მილიონით გაიზარდა – „ბლუმბერგი“

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ქონება ბოლო ერთ წელიწადში 600 მილიონი დოლარით გაიზარდა, იტყობინება „ბლუმბერგი“.

კერძოდ, გამოცემის ცნობით, წინა წლის ივლისში მისი ქონება 5,6 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, დღეის მდგომარეობით კი – 6,2 მილიარდად.

„ბლუმბერგის“ უმდიდრეს ადამიანთა სიაში ივანიშვილი 411-ე ადგილს იკავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი