ახალი ამბები

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მიგრანტების უკანონო გადაყვანის ბრალდებით დააკავეს

13 ივლისი, 2023 • 787
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მიგრანტების უკანონო გადაყვანის ბრალდებით დააკავეს

პოლონელმა სამართალდამცავებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ედავებიან სლოვაკეთიდან ხუთი სირიელი არასრულწლოვანი მიგრანტის არალეგალურ გადაყვანას.

გამოცემა „ზბლისკას“ ინფორმაციით, მის „ოპელის“ მარკის ავტომობილში ხუთი არასრულწლოვანი სირიელი მიგრანტი იყო. იგი ყურადღებას არ აქცევდა სამართალდამცავების ბრძანებას მანქანის შეჩერების შესახებ, თუმცა დევნის რაღაც მომენტში დაკარგა მართვა და მესაზღვრეების მანქანას დაეჯახა.

მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ გაქცევა სცადა, თუმცა დააკავეს. გამოძიება მას არალეგალური მიგრაციის ორგანიზებას ედავება.


გარეკანის ფოტოზე: ბრალდებულის „ოპელის“ მარკის შავი ავტომობილი და მესაზღვრეების მანქანა, რომელსაც იგი, არსებული ცნობით, დაეჯახა

მასალების გადაბეჭდვის წესი