ახალი ამბები

პოლონეთში საქართველოს ინტერპოლის ძებნილი მოქალაქე დააკავეს

13 ივლისი, 2023 • 1059
პოლონეთში საქართველოს ინტერპოლის ძებნილი მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში, კატოვიცეს აეროპორტში, დააკავეს ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს 38 წლის მოქალაქე. პოლონური მედიასაშუალება „ესკას“ ცნობით, იგი ყაზახეთიდან ჩაფრინდა.

გამოცემის ინფორმაციით, მასზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადება ყაზახეთის ხელისუფლებამ ითხოვა, ყაზახეთის მოქალაქის გაუფრთხილებლობით მოკვლის ბრალდებით.

ამჟამად დაკავებული პოლონეთში იმყოფება – პოლონელი სამართალდამცავები ყაზახ კოლეგებთან იმუშავებენ საქმის დეტალების გასარკვევად.

მასალების გადაბეჭდვის წესი