ახალი ამბები

მოლდოვა დსთ-ს კიდევ სამი შეთანხმებიდან გამოდის

13 ივლისი, 2023 • 726
მოლდოვა დსთ-ს კიდევ სამი შეთანხმებიდან გამოდის

მოლდოვის მთავრობა აპირებს „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ [დსთ] ფარგლებში გაფორმებული კიდევ სამი შეთანხმების დენონსაციას (ცალმხრივად შეწყვეტას). შესაბამისი გადაწყვეტილება 12 ივლისს მოლდოვის მთავრობამ მიიღო.

კერძოდ, დენონსაციას კიშინიოვი უპირებს:

  • 1997 წლის შეთანხმებას დსთ-ის ქვეყნებში მცირე ბიზნესის მხარდაჭერასა და განვითარებაზე;
  • 1997 წლის შეთანხმებას ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის ფორმირებისთვის თანამშრომლობაზე;
  • 1994 წლის შეთანხმებას სასაზღვრო ჯარებისთვის სპეცტექნიკისა და სხვა ნივთების შეღავათიან გადაცემაზე.

მოლდოვამ,  ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა,  პირველი ნაბიჯები სსრკ-ის ერთგვარ მემკვიდრედ შექმნილ დსთ-დან გამოსვლის ამ წლის დასაწყისში გადადგა – უკვე გამოვიდა ათობით შეთანხმებითან და დატოვა პარლამენტთაშორისი ასამბლეა. მოლდოვამ მკვეთრად პროდასავლური კურსის გატარება დაიწყო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტად მაია სანდუ აირჩიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი