ახალი ამბები

მიტროპოლიტ შიოს პირველი კომენტარი შესაძლო მოწამვლაზე

12 ივლისი, 2023 • 1415
მიტროპოლიტ შიოს პირველი კომენტარი შესაძლო მოწამვლაზე

პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს განცხადებით, ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

დღეს, 12 ივლისს, იგი პირველად, თუმცა ხანმოკლედ ესაუბრა ჟურნალისტებს მის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით.

„გილოცავთ ყველას პეტრე-პავლობას, ღვთის შეწევნით ვარ კარგად“, – განაცხადა მან.

პატრიარქის მოსაყდრემ აგრეთვე აღნიშნა, რომ ხელმეორე კვლევები „ალბათ უნდა ჩატარდეს“ და ახლა საპატრიარქოში ექიმების რჩევებს ელიან. მისივე თქმით, ამჟამად ზუსტად ვერ იტყვის, ადგილი ჰქონდა „ყოფით მოწამვლას თუ გარკვეულ ზემოქმედებას“.

ჟურნალისტებს აგრეთვე ესაუბრა საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. მისი თქმით,  შესაძლო მოწამვლაზე საპატრიარქოდან ამ ეტაპზე მხოლოდ ის გამოიკითხა – „რაც საჯაროდ მაქვს ნათქვამი [ამ საქმეზე], იმის ირგვლივ ვისაუბრე“, ხოლო საპატრიარქოში საგამოძიები ქმედებები ჯერ არ ჩატარებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი