ახალი ამბები

ნიდერლანდები 8 მილიონს ევროს გამოყოფს, მათ შორის, საქართველოს მხარდასაჭერად

12 ივლისი, 2023 • 834
ნიდერლანდები 8 მილიონს ევროს გამოყოფს, მათ შორის, საქართველოს მხარდასაჭერად

ნიდერლანდები დამატებით 8 მილიონ ევროს გამოყოფს ნატოს ფონდისთვის, რომლიდანაც მათ შორის საქართველოც მიიღებს დახმარებას. ამის შესახებ ალიანსის ვილნიუსის სამიტზე ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვოპკე ჰუკსტრამ განაცხადა.

„ამ არასტაბილურობის დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ნატომ გააძლიეროს თანამშრომლობა პარტნიორებთან აღმოსავლეთ ევროპაში. [..] მხოლოდ ერთად შეგვიძლია უზრუნველვყოთ რუსული აგრესიის მყარი შეკავება“, – ციტირებს მინისტრს „ეურაქტივი“.

მისივე თქმით, მოსკოვი აქტიურად ცდილობს ჩაერიოს იმ სამი ქვეყნის [საქართველო, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცოგოვინა] შიდა საქმეებში, ვინც ზემოთ ხსენებული ფონდიდან დახმარებას მიიღებს. ეს დახმარება მოიაზრებს მომარაგებას დრონების საწინააღმდეგო სისტემებით, კიბერუსაფრთხოების გაუმჯებესებასა და შეიარაღების უსაფრთხოდ შენახვის უზრუნველყოფას. ფონდიდან დახმარება საქართველოსა და მოლდოვას აქამდეც აქვთ მიღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი