ახალი ამბები

არის თუ არა ეს კონკრეტული გზა EU-სკენ? ჩემი აზრით, ნამდვილად არა – ჩეხეთის ელჩი

8 ივლისი, 2023 • 2375
არის თუ არა ეს კონკრეტული გზა EU-სკენ? ჩემი აზრით, ნამდვილად არა – ჩეხეთის ელჩი

ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა თბილისში პრაიდის ფესტივალის ჩაშლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს გზა ევროკავშირსკენ არ მიდის.

ელჩის განცხადებით, პრაიდის ფესტივალის ჩაშლით მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები დაირღვა და პოლიციამ ისინი ვერ დაიცვა.

„შოკისმომგვრელია სურათები თბილისი პრაიდიდან. დაირღვა კონსტიტუციური უფლებები, შეკრების თავისუფლება, პოლიცია ვერ იცავს მოქალაქეებს. არის თუ არა ეს კონკრეტული გზა ევროკავშირისკენ? ჩემი მოკრძალებული აზრით, ნამდვილად არა“, – წერს ტვიტერზე ჩეხეთის ელჩი.


პრაიდის ფესტივალი, რომელიც 8 ივლისის უნდა გამართულიყო  ჩაიშალა. ორგანიზატორები, რომლებიც ფესტივალის ტერიტორიიდან  საევაკუაციო მიკროავტობუსებით გაიყვანეს, მიიჩნევენ, რომ თავდასხმა ლგბტქ+ აქტივისტებზე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და “ალტ-ინფოს” ერთობლივი ოპერაცია.

პრაიდის კვირეულის ფარგლებში ფესტივალი დახურულ სივრცეში, თბილისთან ახლოს, “ლისი ვონდერლენდის” ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო. ორგანიზატორებმა მანამდე განაცხადეს, რომ დახურული ღონისძიების მიზეზი ის იყო, რომ 2021 წლის 5 ივლისს პოლიციამ ვერ უზრუნველყო აქტივისტების და ჟურნალისტების უსაფრთხოება. დახურულ ღონისძიებაზე კი, ორგანიზატორების თქმით, მათ ასეთი გარანტიები მიიღეს პოლიციისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი