როგორც საინფორმაციო სააგენტო იტარ-ტაასი იუწყება, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ლიდერები, კოკოითი და ბაღაფში ოფიციალური ვიზიტით ნიკარაგუას და ვენესუელას სტუმრობენ.
სააგენტოს ინფორმაციით, ნიკარაგუას პრეზიდენტის, დანიელ ორტეგას მიმართ ღრმა პატივისცემის ნიშნად, გუშინ ბარაფში და კოკოითი მანაგუაში ნიკარაგუას დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ და ქვეყნის ხელისუფლებას მამაცობისთვის მადლობა გადაუხადეს.
“რუსეთთან ერთად, ნიკარაგუამ და ვენესუელამ აჩვენა ყველას, რომ მსოფლიო ერთპოლარული არაა“, – განაცხადა კოკოითიმ და ხაზი გაუსვა, რომ ნიკარაგუას მიერ სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარება მნიშვნელოვანი იყო. რეგიონში ომის დროს გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმისთვის, მან მადლობა რუსეთის ფედერაციასაც გადაუხადა.
კოკოითსა და ბაღაფშს ოფიციალური შეხვედრები ქვეყნების მთავრობებთან დღეს აქვთ დეგეგმილი.
რუსეთ–საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს.







