ახალი ამბები

სუსი: 2022 წელს პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა იგეგმებოდა

6 ივლისი, 2023 • 834
სუსი: 2022 წელს პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა იგეგმებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, 2022 წელს პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა იგეგმებოდა.

ამის შესახებ სუს-ის მიერ პარლამენტისთვის წარგდენილ ანგარიშშია საუბარი, რომელიც 2022 წელს ქვეყნაში არსებულ უსაფრთხოების  გამოწვებებს შეეხება.

სუს-ის ანგარიშში დაკონკრეტებული არ არის, რამდენ და რომელ თანამდებობის პირებზე იგეგმებოდა თავდასხმა.

„2022 წელს სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 3 საქმეზე, მათ შორის, სახელმწიფო – პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მომზადების ფაქტზე, რაზეც გატარდა შესაბამისი პრევენციული ზომები აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანის ხელშეშლის მიზნით“, – ვკითხულობთ სუს-ის ანგარიშში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი