ახალი ამბები

სუს-ის ცნობით, რუსულმა ძალებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს

5 ივლისი, 2023 • 674
სუს-ის ცნობით, რუსულმა ძალებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების (სუს) ცნობით, ოკუპირებულ სოფელ დისევთან რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე ლაშა ხეთერელი.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ამის შესახებ უკვე ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.

„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აცხადებენ სუს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი