ახალი ამბები

გვარამია სააკაშვილის დაცვის მხრიდან დაშვებულ 3 ძირითად შეცდომაზე საუბრობს

4 ივლისი, 2023 • 1978
გვარამია სააკაშვილის დაცვის მხრიდან დაშვებულ 3 ძირითად შეცდომაზე საუბრობს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია დაცვის მხარის არასწორ სტრატეგიებზე საუბრობს.

გვარამიას თქმით, არასწორი იყო სრულად გადართვა ჯანმრთელობის მიმდინარე მდგომარეობაზე. ასევე, გვარამიას არასწორად მიაჩნია განცხადება სააკაშვილის საქართველოს პოლიტიკიდან წასვლაზე; ასევე, სტრასბურგში დროებითი ღონისძიების მოთხოვნა.

„1. არ უნდა მოხსნილიყო/გაბუნდოვანებულიყო მთავარი ხაზი – პოლიტპატიმრობა და არაჰუმანური მოპყრობა, და არ მომხდარიყო სრულად გადართვა ჯანმრთელობის მიმდინარე მდგომარეობაზე;

2. არ უნდა ყოფილიყო განცხადებები მიშას საქართველოს პოლიტიკიდან წასვლაზე – ან რატომ უნდა წავიდეს, ან რისთვის გაკეთდა ეს განცხადებები საერთოდ, თეორიულადაც ვერაფრის მომტანი, უკუეფექტის გარდა;

3. სტრასბურგში დროებითი ღონისძიების მოთხოვნა იყო, ჩემი აზრით, მცდარი. უარი ამაზე 99%ით პროგნოზირებადი იყო სტრასბურგის პრაქტიკის გათვალისწინებით, და არა იმის გამო, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტრასბურგმა მძიმედ არ მიიჩნია. სასამართლოს უარი კი სწორედ ასე “გაყიდა” ოცნების პროპაგანდამ – “სტრასბურგმა დაადგინა, რომ არაფერი არ ჭირს”, რაც ცხადია ტყუილია, მაგრამ იმუშავა“, – წერს გვარამია ფეისბუკზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი