ახალი ამბები

46 დეპუტატი მივმართავთ პაპუაშვილს, რათა მან სააკაშვილთან დაგვიშვას – ენმ

4 ივლისი, 2023 • 990
46 დეპუტატი მივმართავთ პაპუაშვილს, რათა მან სააკაშვილთან დაგვიშვას – ენმ

პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თქმით, 46 დეპუტატი მიმართავს შალვა პაპუაშვილს, რათა დეპუტატები მიხეილ სააკაშვილთან დაუშვას.

„46 საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მიმართავს ბატონ პაპუაშვილს და მოითხოვს განმარტოს, რატომ იყენებს ბოროტად საკუთარ უფლებამოსილებას პრეზიდენტ სააკაშვილთან დეპუტატების დაშვების შესაზღუდად. ამიტომ დღეს, 19:00 საათზე, გელოდებით ყველას „ვივამედთან“, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას თქმით, უკვე რამდენიმე თვეა, შალვა პაპუაშვილი პარლამენტის არცერთ წევრს არ აძლევს საშუალებას, მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი.

„იმიტომ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და მათ სურთ, რომ დაიმალოს სიმართლე, იზოლაციაში ამყოფონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. ამიტომ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს საქართველოს პარლამენტის წევრებზე, ისევე როგორც ევროპარლამენტარებზე და უკრაინის სახალხო დამცველზე, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, რომ მოინახულონ პრეზიდენტი სააკაშვილი, რომ მსოფლიომ იცოდეს პრეზიდენტ სააკაშვილის უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“, – დასძენს ის.


15 მაისს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართა. საქმე ეხება პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას განუსაზღვრელი ვადით შეუწყვიტოს დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება. საქმე თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო, მასზე ჯერ გადაწყვეტილება არ მიღებულა.

3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა გასცა განკარგულება, რომლის თანახმადაც, უკრაინის საგარეომ უნდა დაიბაროს საქართველოს ელჩი და მას 48 საათის განმავლობაში თბილისში კონსულტაციებზე დაბრუნება შესთავაზოს.

ამ თემებზე წაიკითხეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი