ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღში საკვების დეფიციტის გამო ადამიანები ძაღლებს სახლებიდან უშვებენ

3 ივლისი, 2023 • 3320
ყარაბაღში საკვების დეფიციტის გამო ადამიანები ძაღლებს სახლებიდან უშვებენ

მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისისა და, შესაბამისად, საკვების დეფიციტის გამო, ადამიანები ძაღლებს საკუთარი სახლებიდან ქუჩაში უშვებენ.

სტეპაკანერტი; მეპატრონეების მიერ ქუჩებში გამოშვებული ძაღლები

სტეპაკანერტი; მეპატრონეების მიერ ქუჩებში გამოშვებული ძაღლები

საკვები პროდუქტის დეფიციტის პარალელურად, გართულდა ბენზინის ტალონების გაცემისა და საკვები პროდუქტის გადანაწილების სისტემაც.

სტეპანაკერტსა და მიმდებარე რაიონებში,  მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბავშვიანი ოჯახებისთვის შაქრისა და რძის პროდუქტების გაყიდვის პუნქტებმა დაიწყო მუშაობა.

“ჩაგვბარდით” – ალიევი ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტსა და დეპუტატებს ემუქრება

ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიტიკური, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების პირობებში ყარაბაღში დიდხანს ცხოვრებას ვერ შეძლებენ.

აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის ერთადერთი გზის – ლაჩინის კოროდორის ჩაკეტვიდან ნახევარი წლის შემდეგ გამშვები პუნქტი დადგა.  თუმცა, ბაქოს 15 ივნისის განცხადებით, ლაჩინის დერეფანში არსებული აზერბაიჯანული გამშვები პუნქტი დროებით აჩერებს მუშაობას. აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ პუნქტი იქამდე არ გაიხსნება, სანამ 15 ივნისის ინციდენტის გამოძიება არ მოხდება, ან სომხეთი პროვოკაციაზე პასუხისმგებლობას არ აიღებს.

2020 წლის სექტემბრამდე დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიის არსებული 11,450 კვ.კმ-დან აზერბაიჯანმა ომის დროს დაახლოებით 3,750 კვ.კმ დაიკავა და კიდევ 4,500 კვ.კმ 2020 წლის 10 ნოემბრის “სამმხრივი განცხადების” შესაბამისად მიიღო. კიდევ 250 კვ.კმ აზერბაიჯანმა სომხეთის ხელისუფლებასთან ზეპირი შეთანხმებებისა და 2021 წელს კიდევ ერთი სამხედრო შეტაკების შემდეგ აიღო. შესაბამისად, დღეს მთიანი ყარაბაღის დარჩენილი ტერიტორია 3 ათას კვ. კმ-ზე ნაკლებ ფართობს წარმოადგენს.

დღეს აზერბაიჯანის ხელისუფლებას სურს ყველანაირი ავტონომიიის გარეშე მთიანი ყარაბაღის დარჩენილ ტერიტორიაზე სრული კონტროლის მიღება და მთიანი ყარაბაღიდან მესამე მხარის გასვლა. ეს შეეხება როგორც რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტს, ასევე, შესაძლო ევროპულ მისიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი