ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა დღეს, 3 ივლისს, გამთენიისას მოხდა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორი კი კლინიკაში გადაიყვანეს.
კლინიკის ინფორმაციით, ერთი მათგანი დაიღუპა.
ნეტგაზეთის ინფორმაციით, ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯებირს დაეჯახა და გზიდან გადავარდნის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა.