ახალი ამბები

ღარიბაშვილი: მოგიწოდებთ, კორექტული იყოთ, როცა ორბანზე საუბრობთ

30 ივნისი, 2023 •
ღარიბაშვილი: მოგიწოდებთ, კორექტული იყოთ, როცა ორბანზე საუბრობთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატ რომან გოცირიძეს სთხოვს, „აკონტროლოს სიტყვები“, როცა უნგრეთის პრემიერ-მინისტრზე, ვიქტორ ორბანზე საუბრობს.

როგორც ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, ორბანი საქართველოს „ნამდვილია მეგობარია“ – „[საქართველოს] ხმალამოღებული მხარდამჭერი ევროკავშირში“.

„ერთი გამომსვლელის შეურაცხმყოფელი განცხადება მოვისმინე ჩვენი მეგობრის, ორბანის მიმართ. ეს არის დასაგმობი ფაქტი. ბატონო რომან, მოგიწოდებთ, კორექტული იყოთ, როცა ბატონ ორბანზე საუბრობთ. ბატონი ვიქტორ ორბანი არის ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობარი. მხარს გვიჭერს, მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებას ნატოში, ევროკავშირში და ერთ-ერთი ხმალამოღებული მხარდამჭერი გვყავს ევროკავშირში. ძალიან გთხოვთ, რომ გააკონტროლოთ თქვენი სიტყვები, როცა ბატონ ორბანს ახსენებთ“, – განაცხადა მან.

იქამდე დეპუტატმა რომან გოცირიძემ ორბანს „ქაჯი“ უწოდა.


ღარიბაშვილს აქამდე არაერთხელ შეუქია მისი უნგრელი კოლეგა. იხილეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი