ახალი ამბები

Facebook-ის გვერდზე წვდომა შეგვეზღუდა, მივმართეთ Meta-ს – „იმედი“

28 ივნისი, 2023 • 1723
Facebook-ის გვერდზე წვდომა შეგვეზღუდა, მივმართეთ Meta-ს – „იმედი“

ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ „ფეისბუკში“ მათ გვერდზე საჯაროდ წვდომა შეზღუდულია.

„იმედის“ განცხადებით, ამის შესახებ არანაირი გაფრთხილება არ მიუღიათ. როგორც „იმედი“ აცხადებს, უკვე მიმართეს „მეტას“ და ვარაუდობენ, რომ პრობლემის აღმოფხვრა უახლოეს პერიოდში მოხერხდება.

„დღეს, 28 ივნისის საღამოს ხუთი საათიდან სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ტელეკომპანია „იმედის“ გვერდზე საჯაროდ წვდომა შეზღუდულია. გვერდი ხელმისაწვდომია მხოლოდ მისი „ადმინებისათვის“. საყურადღებოა, რომ არანაირი გაფრთხილება აღნიშნულის შესახებ გვერდს არ მიუღია.

„იმედმა“ ოფიციალური წერილით მიმართა ტექნოლოგიურ კომპანია „მეტას“, თუმცა კომპანიის ადმინისტრაციაში ამ დრომდე ვერ გვპასუხობენ კითხვაზე, რატომ აღარ არის ხელმისაწვდომი “იმედის” ოფიციალური გვერდი. ჩვენ განგვიმარტეს, რომ „ტელეიმედის“ მოთხოვნა გადაცემულია სპეციალური ჯგუფისთვის, რომელიც კომპანიაში მსგავს საკითხებს სწავლობს და ვარაუდობენ, რომ პრობლემის აღმოფხვრა უახლოეს პერიოდში მოხერხდება.

ჩვენი “ფეისბუკგვერდის”აღდგენამდე ახალ ამბებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ „იმედის“ ვებ-გვერდზე – „იმედი.ჯი”, „იმედიუნიუს.ჯი“ და „იმედის“ იუთუბ არხზე.

სოციალურ ქსელებში გამოჩნდა არაერთი გვერდი, რომელიც “ფეისბუკზე” ბოლო საათების განმავლობაში „მაუწყებლობს“ იმედის სახელით. არცერთ მათგანს არანაირი შეხება „იმედთან“ არ აქვს და ყველა მათგანი არის ყალბი, ე. წ. „ფეიკგვერდი“, – ნათქვამია „იმედის“ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი