ახალი ამბები

ამ ვითომ „შემთხვევითი“ თავდასხმების ორგანიზატორი „ოცნება“ და სუს-ია – ელისაშვილი

27 ივნისი, 2023 • 1727
ამ ვითომ „შემთხვევითი“ თავდასხმების ორგანიზატორი „ოცნება“ და სუს-ია – ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის უკან „ქართული ოცნება“ დგას.

მისი თქმით, ხელისუფლება, რომელიც მსგავს რამეებს სჩადის, წასასვლელადაა განწირული.

„მიშა მშვილდაძე და მე კაი ხანია სხვადასხვა პოლიტიკურ პოზიციებზე ვართ, მაგრამ მიშა ძალიან მაგარი ბიჭია. ძალიან კარგი მოქალაქეა, მიუხედავად ბევრ რამეში ჩვენი გამსხვავებულობისა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ამ ვითომ „შემთხვევითი“ თავდასხმების ორგანიზატორი ოცნება და სუს-ია. ჰოდა, „ოცნებაც“ და სუს-იც ამის ჩამდენები ხართ სამარცხვინოები! ასეთი რამეების ჩამდენი ხელისუფლება არის სამარცხვინო და რეალურად განწირული წასასვლელად“, – წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში.


27 ივნისს  „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

როგორც „ფორმულასთან“ მშვილდაძე ამბობს, მას სახეში მუშტი დაარტყეს, შემდეგ წაიქცა და სანამ წამოდგებოდა, თავდამსხმელი ფიზიკურ ანგარიშსწორებას აგრძელებდა.

მშვილდაძის თქმით, თავდამსხმელმა მას უთხრა, „შენ პატრიარქს როგორ აგინებო“.

მასალების გადაბეჭდვის წესი