ნეტგაზეთი | მინსკი VS მოსკოვი მინსკი VS მოსკოვი – Netgazeti
Batumelebi | RU

მინსკი VS მოსკოვი

ბოლო  დღეების განმავლობაში ბელორუსიული და რუსული პრესა მინსკსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების ნეგატიურ ფაზაში გადასვლას ეხმაურება და ქვეყნებს შორის საინფორმაციო ომზე საუბრობს. სააკაშვილის შემდეგ ბელორუსიის პირველი არხი  22 ივლისს პირდაპირ ეთერს ლატვიის პრეზიდენტს, ბალდის ზატლერს დაუთმობს.

ბოლო  დღეების განმავლობაში ბელორუსიული და რუსული პრესა მინსკსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების ნეგატიურ ფაზაში გადასვლას ეხმაურება და ქვეყნებს შორის საინფორმაციო ომზე საუბრობს.

REGNUM-ის მიხედვით, საინფორმაციო ომი მინსკსა და მოსკოვს შორის ჯერ კიდევ 2010 წლის ზაფხულის დასაწყისში დაიწყო. მაშინ, გაზის მიწოდების საკითხებთან დაკავშირებით, ბელორუსის პრეზიდენტმა რუსეთის ხელისუფლება პირდაპირ ეთერში გააკრიტიკა. კრიტიკა მწვავე იყო.

ბელორუსიის პრეზიდენტის, ლუკაშენკოს ამ კრიტიკას წინ რუსეთის რამდენიმე ტელეარხზე (НТВ, Russia Today)  ბელორუსიის პრეზიდენტზე რამდენიმე მინი –ფილმი (მათ შორის, HARD LUKA“, „ნათლიმამა“ და ნათლიმამა 2“) უძღვოდა.

15 ივლისს, როგორც ბელორუსიისა და რუსეთის პრესა იუწყება, ბელორუსიამ პირველ არხის პირდაპირი ეთერი  საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 13 წუთით დაუთმო.

რუსი პოლიტიკური ექსპერტის, იური ბარანჩიკის აზრით, ამ ინტერვიუმ საერთაშორისო არენაზე ყველას დაანახა, რომ ლუკაშენკო რუსეთის მოკავშირე არ არის.

20 ივლისს ბელორუსიის სამთავრობო გაზეთში „რესპუბლიკა“, რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის ანგარიშზე დაყრდნობით, სტატია გამოქვეყნდა.

ნემცოვის ანგარიში სახელწოდებით „პუტინი.შედეგები. 10 წელი“ პუტინის მოღვაწეობის დეტალებს ეხება.

სტატიის ავტორის თქმით, ნემცოვის ეს შრომა, რომლის 100–იანი ტირაჟი სანკტ–პეტერბურგში გაყიდვებიდან უკვე ამოიღეს, ყველა იმ კითხვაზე პასუხს წარმოადგენს, რომლის დასმასაც რუსეთის მოქალაქეები 10 წლის მანძილზე ვერ ბედავდნენ.

22 ივლისს, ბელორუსიის პირველი არხი პირდაპირ ეთერს ლატვიის პრეზიდენტს, ბალდის ზატლერს დაუთმობს, რომელიც რუსეთის პოლიტიკის მიმართ კავკასიის საკითხებში ნეგატიურად არის განწყობილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო კახიშვილი