ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანმა COVID-19-ის რისკის საბაბით ისევ გადადო სახმელეთო საზღვრების გახსნა

26 ივნისი, 2023 • 1514
აზერბაიჯანმა COVID-19-ის რისკის საბაბით ისევ გადადო სახმელეთო საზღვრების გახსნა

აზერბაიჯანის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ინფექციის გავრცელების საშიშროების გამო, ქვეყნის სახმელეთო საზღვრების გახსნა ისევ გადაიდო.

ამჯერად საკარანატინო რეჟიმი 2023 წლის 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

2023 წლის მაისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის პანდემია  ოფიციალურად დასრულებულად გამოაცხადა.

ამჟამად აზერბაიჯანში სახმელეთო საზღვრებით შესვლა ყველასთვის აკრძალულია, თუმცა აზერბაიჯანიდან გამოსვლა სახმელეთო საზღვრებით მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის არის შესაძლებელი.

აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახმელეთო გზით გადაადგილება აქამდე მატარებლით, ავტობუსით და საკუთარი ავტომობილით იყო შესაძლებელი. ახლა ერთადერთი არჩევანი თვითმფრინავია, რომლის ბილეთიც ბარგის გარეშე დაახლოებით 100 ევრომდე ღირს.

ამავე თემაზე: 

კოვიდ პანდემიის საბაბით აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვრებს ისევ არ ხსნის

 

მასალების გადაბეჭდვის წესი