რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს, 24 ივნისს, ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც თავდაცვის სამინისტროს ეძლევა ნება, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ნასამართლევი პირები მიიღოს. გარდა ამისა, საკონტრაქტო სამსახური ხელმისაწვდომი გახდება სამხედრო სამსახურისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეზღუდულად ვარგისი პირებისთვისაც.
კანონის თანახმად, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურებას შეძლებენ ნასამართლევი პირები, რომლებმაც ჩაიდინეს მცირე ან საშუალო სიმძიმის დანაშაული და მოიხადეს სასჯელი. აგრეთვე, ჯარში მსახურება შეეძლებათ მათ, ვისი ნასამართლეობაც გაუქმდა. კვლავ ვერ შეძლებენ მსახურებას ისინი, ვინც სექსუალური ხასიათის დანაშაული ჩაიდინა.
გარდა ამისა, ჯარში მსახურობა მობილიზაციისა და საომარი მდგომარეობის დროს შეეძლებათ მათ, ვინც შეზღუდულადაა ვარგისი სამხედრო სამსახურისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
შეიარაღებული ძალების დატოვება ამ პირებს შეეძლებათ მობილიზაციის ან/და საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგაც.
პუტინის მიერ ამ კანონის ხელმოწერის პარალელურად, რუსეთში ევგენი პრიგოჟინის ამბოხი მიმდინარეობს. მოვლენებზე განახლებად ინფორმაციას გაეცანით ბმულზე: