საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, შეიწყალოს „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია.
„მივესალმები ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილებას და მისი საპატიმროდან გათავისუფლებას. ეს სწორი გადაწყვეტილებაა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, –წერს დიპლომატი.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა, რასაც „ქართული ოცნების“ წევრებისა და მხარდამჭერების მწვავე უკმაყოფილება მოჰყვა.