ახალი ამბები

პრეზიდენტზე იყო ზეწოლა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით — პაპუაშვილი

23 ივნისი, 2023 • 996
პრეზიდენტზე იყო ზეწოლა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით — პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ზეწოლის შედეგად გაათავისუფლა.

„ვხედავდით, რომ პრეზიდენტზე დიდი ღია და ფარული ზეწოლა იყო ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით, ეს ჩანდა. იმედი გვქონდა, რომ პრეზიდენტი დადგებოდა კანონის უზენაესობისა და ქართველი ხალხის მიერ განხორციელებული მართლმსაჯულების მხარეს, თუმცა მან სხვა მხარე აირჩია და ეს გადაწყვეტილება მიიღო“, — თქვა შალვა პაპუაშვილმა დღეს, 23 ივნისს ჟურნალისტებთან.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა, რასაც „ქართული ოცნების“ წევრებისა და მხარდამჭერების მწვავე უკმაყოფილება მოჰყვა.

პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა

მადლობა, პრეზიდენტო, გამბედაობისთვის — ჰელსინკის კომისია გვარამიას შეწყალებაზე

“არ ვაპირებ, გაჯიუტებული ვიყო” — გვარამია ზურაბიშვილს შეურაცხმყოფელ ვიდეოებზე ბოდიშს უხდის

მასალების გადაბეჭდვის წესი