7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა, რომელიც შვილის გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტთან აქციას მართავდა, პირი და თვალი ამოიკერა.
ბექა გრიგორიადისი ლაზარეს გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს ყოველდრიურ რეჟიმში მართავს. რამდენიმედღიანი მცდელობის შემდეგ მან 3 მაისს პარლამენტის უკანა შესასვლელთან კარვის გაშლაც შეძლო. მანამდე, ლაზარე გირგორიადისის მამას ამის საშუალებას პოლიციელები არ აძლევდნენ. კარვის გაშლის ერთ-ერთი მცდელობისას ის დააკავეს, სასამართლომ კი 2 000 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
მთავარი ფოტო: მარიამ ნიკურაძე.