ახალი ამბები

ესტონეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ერთნაირი სქესის ადამიანების ქორწინების ლეგალიზაციას

20 ივნისი, 2023 • 729
ესტონეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ერთნაირი სქესის ადამიანების ქორწინების ლეგალიზაციას

ესტონეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ერთნაირი სქესის ადამიანების ქორწინების ლეგალიზაციას, იტყობინება „როიტერსი“. ესტონეთი გახდა აღმოსავლეთ/ცენტრალური ევროპის პირველი ქვეყანა, სადაც ერთნაირი სქესის ადამიანების ქორწინება დაკანონდა. შესაბამისი კანონი 2024 წლიდან შევა ძალაში.

„ჩემი გზავნილი [ცენტრალური ევროპისადმი] ასეთია – ეს ბრძოლა რთულია, მაგრამ ქორწინებასა და სიყვარულს მხარი უნდა დაუჭირო… [დამოუკიდებლობის] 30 წლის განმავლობაში განვვითარდით. თანასწორნი ვართ ჩვენნაირი ღირებულებების მქონე ქვეყნებს შორის“, – აღნიშნა ესტონეთის პრემიერმა კაია კალასმა.

ლეგალიზაციის შესახებ კანონს  მხარი დაუჭირა 55-მა დეპუტატმა 101-დან. მხარდამჭერთა შორის იყვნენ კალასის ლიბერალური და სოციალ-დემოკრატიული პარტიების დეპუტატები.

„ადამიანის უფლებების ცენტრის“ 2023 წლის გამოკითხვით, ესტონელთა 53% მხარს უჭერს ერთნაირი სქესის ადამიანების ქორწინებას. ათი წლის წინ ეს მაჩვენებელი 34% იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი