ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“სამხედრო სწავლებებს საქართველოდან საფრთხის გამო ვატარებთ” – აფხაზური მხარე

19 ივნისი, 2023 • 1921
“სამხედრო სწავლებებს საქართველოდან საფრთხის გამო ვატარებთ” – აფხაზური მხარე

“რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის მოწოდებების ფონზე, აფხაზეთი მზადაა, საქართველოსთან ურთიერთობებში სიტუაციის ნებისმიერი განვითარება დაუშვას”, – ამის შესახებ რია ნოვოსტისთან ინტერვიუში რუსეთის ფედერაციაში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ელჩმა ალხას კვიცინიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სამხედრო სწავლებებს აფხაზეთი სწორედ საფრთხეების გამო ატარებს.

“მწარე გამოცდილება გვაქვს. ამიტომაც ვალდებული ვართ, მუდამ მზადყოფნაში ვიყოთ სიტუაციის ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში. სწორედ აქედან გამომდინარეობს რუს სამხედროებთან ერთობლივი ხშირი სწავლებები”.

დე ფაქტო ელჩის განცხადებითვე, “საქართველოსთან დიალოგის დამყარების საკითხში პერსპექტივა ჯერ არ ჩანს, რადგან თბილისი არაა მზად, ძალის გამოუყენებლობაზე საერთაშორისო გარანტიების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწეროს”.

მეორე ფრონტის” გახსნის თემა რუსეთისა და აფხაზური მხარეების, ასევე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელების მიერ უკრიანაში ომის დაწყების შემდეგ დაიწყო.

“ქართული ოცნების”  კონკრეტული წევრები საჯარო განცხადებებში დასავლეთს “მეორე ფრონტის” გახსნის მცდელობაში ადანაშაულებენ. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, მეორე ფრონტის გახსნის  თემა მოგონილი და ტყუილია, რითაც, პრეზიდენტის აზრით, ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობა წნეხის ქვეშ მოაქციოს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი