ახალი ამბებიხელოვნება

ბრუნო მარსის კონცერტზე ბილეთები 125-დან 1 450 ლარამდე ეღირება

19 ივნისი, 2023 • 5418
ბრუნო მარსის კონცერტზე ბილეთები 125-დან 1 450 ლარამდე ეღირება

ბრუნო მარსის კონცერტზე ბილეთების გაყიდვა 20 ივნისს, 10:00 საათზე TKT.ge დაიწყება.

Black Sea Arena-ს ინფორმაციით, ბილეთების ფასი 125 ლარიდან  1 000 ლარამდე ზონების მიხედვით მერყეობს. VIP ზონაში კი ბილეთის ღირებულება 1 450 ლარი იქნება.

ბრუნო მარსის კონცერტი 1 ოქტომბერს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება.

კონცერტი იმართება Starring Georgia-ს ფარგლებში, რომელიც 2-წლიანი სამთავრობო კამპანიაა. კამპანიის ფარგლებში საქართველოში საერთაშორისო შემსრულებლები ჩამოდიან. მთავრობა უცხოელი მომღერლების ჩამოყვანაზე 70 მილიონ ლარს დახარჯავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი