ახალი ამბები

40-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია 17 ივნისის თავდასხმებს გმობს

17 ივნისი, 2023 • 958
40-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია 17 ივნისის თავდასხმებს გმობს

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, 17 ივნისს, დროის მცირე მონაკვეთში განხორციელებული სამი თავდასხმა აშკარად წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებულია.

“ეს დანაშაულებრივი ქმედებები ეწინააღმდეგება ქართულ ღირებულებებს – შემწყნარებლობას და მშვიდობიანობას. ახალგაზრდებზე, ბავშვებზე თავდასხმა არა მხოლოდ კანონს არღვევს, არამედ შეუთავსებელია ქართული საზოგადოების ღირებულებებთან. ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის დევნა არის რუსეთის, პუტინის რეჟიმის ხელწერა. სწორედ ოკუპანტი სახელმწიფო უსწორდება ოპონენტებს და ძალადობრივად ახშობს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადევაში.

სამოქალაქო სექტორის შეფასებით, არასრულწლოვნებზე თავდასხმა არის სამარცხვინო საქციელი, რომელსაც მხოლოდ სუსტი და შეშინებული ადამიანები მიმართავენ, რაც სრულ წინააღმდეგობაში მოდის ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ტრადიციებთან. ისინი მოუწოდებენ სამართალდამცავ უწყებებს, დაუყოვნებლივ აღკვეთონ სიძულვილის დანაშაულები და კანონის სრული სიმკაცრით დასაჯონ დამნაშავეები.

განცხადებას ხელს აწერს 37 არასამთავრობო ორგანიზაცია:

  • 1. აფხაზური ამბები
  • 3. ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის
  • 3. ახალგაზრდული გაერთიანება We talk
  • 4. დემოკრატიის მცველები
  • 5. დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრი
  • 6. დემოსი
  • 7. თავისუფალ მოქალაქეთა გაერთიანება
  • 8. თბილისი პრაიდი
  • 9. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • 10. კომლი
  • 11. ლაგოდეხის ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრი
  • 12. მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი
  • 13. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
  • 14. მშობლები განათლებისთვის
  • 15. პროფესიო
  • 16. რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი
  • 17. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
  • 18. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  • 19. საზოგადოებრივი მოძრაობა “მომავლის ჭიათურა”
  • 20. სალამი
  • 21. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • 22. სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი
  • 23. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
  • 24. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
  • 25. სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი
  • 26. სასამართლოს გუშაგი
  • 27. საფარი
  • 28. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • 29. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • 30. საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  • 31. საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
  • 32. ფემეა
  • 33. ფემინა
  • 34. ქალები საერთო მომავლისთვის საქართველო
  • 35. ჩემი იმერეთი
  • 36. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
  • 37. წერტილი

17 ივნისს, ბორჯომში, საბავშვო ბანაკის მონაწილეებსა და ჩვეულებრივ დამსვენებლებს რამდენიმე ათეული მოძალადე თავს დაესხა. „გირჩი მეტი თავისუფლებისა“ და Institute For Individual Liberty-ის მიერ გამართულ ბანაკს მოძალადეებმა ესროლეს ქვები, წითელი საღებავები, აგინეს და ხელი შეუშალეს მუშაობაში.

ასევე, დღეს თავს დაესხნენ “გირჩი – მეტი საქართველოს” თავმჯდომარე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, რომელიც ბორჯომში, ამავე ბანაკში, ლექციის ჩასატარებლად მიემართებოდა.

ასევე, დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკურად გაუსწორდნენ მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სალექციო აუდიტორიის გარეთ ბანერებით მდგომ სტუდენტებს, რომლებიც პარტიის პრორუსულ პოლიტიკას აპროტესტებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი