ახალი ამბები

დაშავებული სტუდენტის თქმით, საავადმყოფოში შეიარაღებულმა პირებმა მიაკითხეს

17 ივნისი, 2023 • 2576
დაშავებული სტუდენტის თქმით, საავადმყოფოში შეიარაღებულმა პირებმა მიაკითხეს

ხმაური იყო ხეჩინაშვილის კლინიკის ეზოში, სადაც თსუ-ში დაპირისპირებისას დაშავებული სტუდენტი ლუკა შველიძე გადაიყვანეს.

კადრებში ჩანს, რომ კლინიკაში მისულ პირ, საქამრეში სავარაუდოდ, პისტოლეტი ედო.

„ორი ადამიანი იყო შემოსული, სახეს ყველანაირად მალავდნენ. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, კართან ახლოს ვიწექი ინტენსიურში და მესმოდა, რომ იკითხეს, ლუკა შველიძე რომელია? ვიკითხე: ვინ ხართ, რატომ აგროვებთ ჩემს პირად მონაცემებს? რომ ეთქვათ, პოლიციელის თანამშრომელი ვართ, გამოგვაგზავნეს ინციდენტთან დაკავშირებით, გასაგები იქნებოდა. არაფერი არ ხდებაო, სხვა რაღაცას ვაკეთებთო და მიდიოდნენ. კათეტერით გამოვეკიდე და ვიდეოთი. იარაღისკენ წაიღო ხელი და ხელი მოვკიდე მაისურზე, რა დროსაც დაემუქრა, თუ არ გამიშვებ, გესვრიო“, — განაცხადა ლუკა შველიძემ.

მისივე თქმით, თუ უცნობი პირი სამართალდამცველი იყო, გაუგებარია, რატომ არ წარმოადგინა საბუთი, არ ეცვა ფორმა და სავარაუდოდ, ნასვამი იყო.

ლუკა შველიძის ოჯახმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა. მათ მამაკაცი მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს, თუმცა უცნობია, დააკავეს ის თუ ადგილიდან გაარიდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.

ლუკა შველიძე მანამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი ჩხუბისას დაშავდა. დაპირისპირება თსუ-ში მას შემდეგ დაიწყო, რაც სტუდენტების ნაწილს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად საპროტესტო ბანერების გაშლა სურდათ. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მათ ირაკლი კობახიძის სტუდენტები და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები დაუპირსპირდნენ.

შსს-ს ამ დრომდე არ გაუკეთებია კომენტარი, დაიწყო თუ არა გამოძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ დაპირისპირებაზე.

ხელჩართული ჩხუბი მოხდა თსუ-ში, სადაც კობახიძეს ლექცია ჰქონდა

მასალების გადაბეჭდვის წესი