ახალი ამბები

ხელჩართული ჩხუბი მოხდა თსუ-ში, სადაც კობახიძეს ლექცია ჰქონდა

17 ივნისი, 2023 • 1639
ხელჩართული ჩხუბი მოხდა თსუ-ში, სადაც კობახიძეს ლექცია ჰქონდა

დაპირისპირება მოხდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტების ნაწილს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად საპროტესტო ბანერების გაშლა უნდოდათ, რაშიც დაცვამ ხელი შეუშალა.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ამის შემდეგ აუდიტორიიდან გამოვიდნენ სხვა სტუდენტები, რომლებიც კობახიძის კურსს გადიან. ორ ჯგუფს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. „მთავარი არხის“ ცნობით, სტუდენტების გარდა, ჩხუბში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებიც მონაწილეობდენ.

ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი