ახალი ამბები

პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს წევრებად გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები წარადგინა

16 ივნისი, 2023 •
პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს წევრებად გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი ბაქრაძე 2010 წლიდან დღემდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველია. ხოლო დიმიტრი ჯაფარიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის დირექტორი, ასევე, „ზირაათ ბანკი – საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი.


„ქართული ოცნებას“ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის წარდგენა სურს. თუმცა, როგორც მმართველი პარტია აცხადებს, სალომე ზურაბიშვილმა შეთანხმების მიუხედავად, ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის დასახელებაზე უარი თქვა.

პარალელურად პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ეროვნული ბანკში ამატებს ერთ თანამდებობას პირველი ვიცე-პრეზიდენტის სახით, რომელიც გახდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მანამ, სანამ საქართველოს პრეზიდენტი არ დანიშნავს სებ-ის ახალ ხელმძღვანელს. აღნიშნულ კანონს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

ამ თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი