ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მედიაჰოლდინგი “აფხაზეთი – ნიკარაგუა” NGO-ების წინააღმდეგაც იმუშავებს

14 ივნისი, 2023 •
მედიაჰოლდინგი “აფხაზეთი – ნიკარაგუა” NGO-ების წინააღმდეგაც იმუშავებს

მედიაჰოლდინგი “აფხაზეთი – ნიკარაგუა”, რომელიც  აფხაზეთისა და ნიკარაგუას თანამშრომლობის ფარგლებში უნდა შეიქმნას, “NGO-ების გავლენების წინააღმდეგაც” იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეა სამინისტროს ტელეგრამ არხი ავრცელებს.

ოფიციალურო ცნობით, დე ფაქტო მინისტრი ინალ არძინბა ნიკარაგუის დელეგაციას შეხვდა და მხარეებმა თანამშორმელობის სფეროები განხილეს.

“საინფორმაციო პოლიტიკის სფეროში სამუშაოების კოორდინაციისა და აქტივიზაციაზეც ისაუბრეს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საჭიროებას, შეიქმნას სამოკავშირეო მედიაჰოლდინგი აფხაზეთი – ნიკარაგუა”,  რომელიც, უწყების ცნობით, იმუშავებს ასევე “დასავლეთის არასამთავრობო ორგანიზაციების დესტრუქციული გავლენების წინააღმდეგ”.

არძინბამ და ნიკარაგუელმა კოლეგამ NGO-ების ნეგატიურ გავლენაზე ისაუბრეს

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნამუშევარ ინალ არძინბას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ, აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა და მათ მიმართ მუქარა გაიზარდა. არძინბა ხშირად საუბრობს არასამთავრობოების ფინანსურ გაუმჭვირვალობაზე და აფხაზეთში დასავლეთის ქვეყნების, ასევე, საქართველოს რბილ ძალაზე, რასაც მისი თქმით, არასამთავრობოები ცდილობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი