პარლამენტის ბიურომ მხარი დაუჭირა რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ რეგისტრაციაში გატარებას.
პარლამენტის წევრებმა, ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძემ, პოლიტიკური ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს.
თავდაპირველად მათ არ ეძლეოდათ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საშუალება, რადგან პარლამენტის რეგლამენტი ერთი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლებას არ აძლევდა, ერთზე მეტი ფრაქცია შეექმნა. რის გამოც ხატია დეკანოიძემ და რომან გოცირიძემ რეგლამენტში შესატანი ცვლილებები მოამზადეს, რაც პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო.