ახალი ამბები

ოჯახს სამხედრო ბაზაზე წვევამდელის სუიციდის ვერსიის არ სჯერა

9 ივნისი, 2023 • 829
ოჯახს სამხედრო ბაზაზე წვევამდელის სუიციდის ვერსიის არ სჯერა

ოჯახს არ სჯერა ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე 18 წლის წვევამდელის, იუსუბ ნასიბოვის სუიციდის. ისინი 8 ივნისს, გვიან ღამით აღნიშნულ სამხედრო ბაზასთან შეიკრიბნენ და კითხვებზე პასუხის გაცემა მოითხოვეს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 8 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება თავდაცვის ძალების ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის რიგითი სამხედრო მოსამსახურის, იუსიფ ნასიბოვის (დაბ. 2005 წ.) გარდაცვალების
ფაქტზე, სისხლის სამართლის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

როგორც სამინისტრო აცხადებს, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული სამხედრო მოსამსახურე სადღეღამისო განწესში იმყოფებოდა მასზე მიმაგრებული საშტატო იარაღით. გასროლის ხმის გამო საგუშაგო შეამოწმეს და ნასიბოვი გარდაცვლილი იპოვეს.

უწყების ცნობით, გამოძიება გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი