ახალი ამბები

ინფორმაცია უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის დაღუპვაზე, მცდარი აღმოჩნდა

7 ივნისი, 2023 • 1213
ინფორმაცია უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის დაღუპვაზე, მცდარი აღმოჩნდა

შესწორება:

უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე დაყრდნობით ნეტგაზეთმა და სხვა მედიასაშუალებებმა 7 ივნისს გაავრცელეს ცნობა ფრონტის ხაზზე კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ.

8 ივნიისის საღამოს ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული მებრძოლი ცოცხალია.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, მებრძოლთა ჯგუფი რამდენიმე დღის წინ რუსული მხრიდან საარტილერიო ცეცხლში მოყვა და მათი უმრავლესობა დაიღუპა. ქართველი სამხედრო და მისი კიდევ ერთი თანამებრძოლი კი ამ ჯგუფთან ერთად იყვნენ და რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ მიაკვლიეს, რის გამოც მათმა თანამებრძოლებმა ისინიც დაღუპულებად მიიჩნიეს, თუმცა მოგვიანებით უვნებლები იპოვეს.

ნეტგაზეთი ბოდიშს უხდის აღნიშნულ მებრძოლს, მის ოჯახსა და მკითხველს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი