რუსი მოციგურავეები გლებ სმოლკინი და დიანა დევისი ადასტურებენ, რომ საქართველოს ნაკრებში იასპარეზებენ. როგორც სმოლკინის პოსტშია ნათქვამი, მეწყვილესთან ერთად ელის საქართველოს სახელით ასპარეზობას.
„მადლიერებას გამოვხატავთ ყველა იმ გულშემატკივრის მიმართ, რომლებიც მუდმივად მხარს გვიჭერდნენ და კვლავაც აგრძელებენ ამ თანადგომას. იწყება სრულიად ახალი ეტაპი ჩვენს სპორტულ ცხოვრებაში. მოუთმენლად ველით შესაძლებლობას, ვიასპარეზოთ ყინულის მოედანზე“, – ნათქვამია სმოლკინის სამენოვან [რუსული, ქართული, ინგლისური] პოსტში.
ინფორმაია რუსი მოციგურავეების, გლებ სმოლკინისა და დიანა დევისის საქართველოს ნაკრებში გადმოსვლაზე 5 ივნისს გავრცელდა. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციაში „ნეტგაზეთს“ მაშინ განუცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ.
მოგვიანებით რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ სმოლკინისთვის და დევისისთვის საქართველოს ნაკრებში გადმოსვლისთვის ნებართვის მიცემა ქართულმა მხარემ ითხოვა.
