რუსულმა ავიაკომპანია RedWings-მა ფრენების თარიღის დაწყება 2 კვირით გადადო. თავდაპირველი გეგმით RedWings-ს ფრენა 2 ივნისიდან უნდა დაეწყო.
რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია ამბობს, რომ ამის მიზეზი აეროპორტების განრიგია. უწყების ცნობით, ფრენები სოჭიდან თბილისის მიმართულებით 15 ივნისიდან დაიწყება და ოთხშაბათობით და ხუთშაბათობით შესრულდება.
რაც შეეხება რეისებს მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით – რეისები 16 ივნისიდან დაიწყება. თვითმფრინავები ამ მიმართულებით კვირაში სამჯერ – ორშაბათობით, ოთხშაბათობითა და პარასკევობით იფრენენ.
ამ დროისთვის ავიაკომპანია ბილეთებს ამ ორ მიმართულებაზე არ ყიდის.
რუსეთმა 10 მაისს მოხნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს.
რუსეთმა 10 მაისს მოხსნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველს“. იმისათვის, რომ ავიაკომპანიებს ფრენები შეესრულებინათ, საჭირო იყო საქართველოს მთავრობის ნებართვა.
ამ დროისთვის საქართველომ ფრენების ნებართვა უკვე გასცა სამმა კომპანიაზე – რუსულ „აზიმუტზე“, Red Wings-ზე და ქართულ „Georgian Airways-ზე“. მთავრობაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას.
პოლიტიკოსების და მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს. ფრენების აღდგენას კრიტიკულად უყურებენ აშშ და ევროკავშირი.
ნახეთ ასევე: