ახალი ამბები

სტატუსის ასამაღლებელ გამოცდაზე მასწავლებლებს რეგისტრაციის ვადა 2024-მდე გაუგრძელეს

2 ივნისი, 2023 • 941
სტატუსის ასამაღლებელ გამოცდაზე მასწავლებლებს რეგისტრაციის ვადა 2024-მდე გაუგრძელეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, მინისტრ გიორგი ამილახვრის გადაწყვეტილებით, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებელ უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია 2024 წლის დასაწყისამდე გადავადდა.

მიმდინარე ეტაპზე მასწავლებლები პორტფოლიოების შეფასების ეტაპს გადიან, რომელიც დამატებით მოგვცემს საშუალებას, სწორად გავაანალიზოთ საჭიროებები.

„აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებელ უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია გადავადდეს 2024 წლის დასაწყისში. თუმცა ეს პროცესი არ შეაფერხებს დაანონსებულ ვადებს და 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებამდე მათ მიეცემათ სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა.

ეს პერიოდი გვინდა გამოვიყენოთ პროცესზე დასაკვირვებლად, რომელიც პირველად მიმდინარეობს სისტემაში. გავაანალიზოთ და გამოვიტანოთ სწორი დასკვნები, რათა ჩვენი გადაწყვეტილებები არ იყოს ორიენტირებული მოკლევადიანი ამოცანების გადაჭრაზე, არამედ ეფუძნებოდეს გრძელვადიან სისტემურ ხედვას“, — განაცხადა მინისტრმა ამილახვარმა. მის კომენტარს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი