ახალი ამბები

სასამართლომ გიორგი მუმლაძეს 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

31 მაისი, 2023 • 890
სასამართლომ გიორგი მუმლაძეს 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი მუმლაძის სისხლის სამართლის საქმის განხილვა დასრულდა, სასამართლომ მას 5 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა:

„გადაწყვეტილება მიღებულია, 5000- ლარიანი ჯარიმა! ჩვენ ვერ გაგვაჩერებენ, რადგან უნდა გავიმარჯვოთ, მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის“ — წერს გიორგი მუმლაძე პირად ფეისბუკ გვერდზე პროცესის დასრულების შემდეგ.

საქმე უკავშირდებოდა 2021 წლის 14 აპრილს „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციას, რომლის დროსაც გიორგი მუმლაძე დააკავეს. მუხლი, რომლითაც გიორგი მუმლაძეს ბრალი წაუყენეს, 2-დან 5 წლამდე პატიმრობასაც ითვალისწინებდა.

გამოძიების ვერსიით, “ქართული ოცნების” ოფისთან 14 აპრილს გამართულ აქციაზე მუმლაძემ პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

14 აპრილს მმართველი პარტიის ოფისთან 5 აქტივისტი, მათ შორის, გიორგი მუმლაძე დააკავეს. აქტივისტები აქციაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხუთდღიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმებას ითხოვდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი