ახალი ამბები

გიორგი მუმლაძემ ლევან ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა

30 იანვარი, 2023 • 882
გიორგი მუმლაძემ ლევან ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა

ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე ლევან ხაბეიშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა მიიღეს პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და დაუჭირეს მხარი ცვლილებებს, რაც პატივსაცემია! ახლა საქმის დროა, ლაპარაკის ნაცვლად!“, – დაწერა მუმლაძემ ფეისბუკზე.

ენმ-ის თავმჯდომარეობისთვის 4 კანდიდატი იბრძოდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

არჩევნებში ხაბეიშვილმა 21 656 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმათა რაოდენობის 52.58%-ია. რაც შეეხება მის მთავარ ოპონენტს, პარტიის ცნობითვე, ნიკა მელიას ხმა მისცა 16 477-მა რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა, რაც საერთო ხმათა რაოდენობის 40%-ია.

ვრცლად:

ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.