ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა

30 მაისი, 2023 • 725
სალომე ზურაბიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.

როგორც სალომე ზურაბიშვილის ტვიტერზე წერს, ევროკომისიის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მოახსენა ქართველი ხალხის ურყევი ნების შესახებ, რომ შეუერთდეს ევროპულ ოჯახს.

ზურაბიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას საქართველოს საზოგადოებისთვის.

ზურაბიშვილთან შეხვედრის შესახებ ტვიტერზე წერს ევროკომისიის პრეზიდენტიც. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტთან კარგი შეხვედრა ჰქონდა.

„მივესალმები თქვენს მტკიცე ერთგულებას საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობის გაგრძელებას“, – დაწერა ტვიტერზე ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი