ახალი ამბებირეკლამა

სულ მალე! ინგლისურის კურსები თინეიჯერებისთვის “ბექას სკოლისგან”

30 მაისი, 2023 •
სულ მალე! ინგლისურის კურსები თინეიჯერებისთვის “ბექას სკოლისგან”

შვილებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემა ყველა მშობლის ყველაზე დიდი საზრუნავი და პრიორიტეტია. სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების მახასიათებლებს  მშობლები, როგორც წესი, დიდი პასუხისგებლობით და ყურადღებით აკვირდებიან, და იკვლევენ. აქ მნიშვნელოვანია როგორც ახლობელი ადამიანების რეკომენდაცია, ასევე სტატისტიკა და ციფრები – რა წარმატებას აღწევენ ამა თუ იმ სკოლების, წრეების კურსდამთავრებულები.

ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა ჩვენს შვილებს საერთაშორისო რესურსებზე წვდომას, არაერთ ონლაინ კურსიდან სრულფასოვანი ინფორმაციის მიღებას, საყვარელი ფილმების ორიგინალში ყურებას და უამრავ სიკეთეს ჰპირდება. თან მათი კმაყოფილი სახეების ყურებაზე სასიამოვნო მშობლებისთვის ძალიან ცოტა რამეა ამქვეყნად.

აქ ერთი სამწუხარო ამბავი ისაა, რომ საქართველოში არსებულ სკოლათა უმეტესობაში ინგლისური ენის სწავლება მაღალ დონეზე მრავალი ფაქტორის გამო ვერ ხდება. ეს კი მშობლებისთვის დიდი თავსატეხია. „სად მიიღებს ჩემი შვილი საუკეთესო ინგლისური ენის ცოდნას?“ – ამ კითხვას არაერთ მშობლების ჯგუფში წააწყდებით.

სულ მალე ამ კითხვაზე პასუხის პოვნა ძალიან მარტივი იქნება. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინგლისური ენის ცენტრი „ბექას სკოლა“ მოზარდებისთვის ინგლისური ენის კურსებს აანონსებს.

ამ თემაზე სასაუბროდ ბექას სკოლის თანადამფუძნებლებს ნატალი ქენქაძეს და ბექა ბერიკაშვილს თავად სკოლაში, ულამაზეს ისტორიულ შენობაში, გალაკტიონ ტაბიძის 18 ნომერში ვესტუმრე.

 

ნატალი, ბექა, თუ შეიძლება გვიამბეთ თქვენი ახალი კურსის შესახებ მოზარდებისთვის. რით განსხვავდება ის ბაზარზე არსებული სხვა კურსებისგან და რატომ უნდა აირჩიონ მათ “ბექას სკოლა”?

ნატალი: ძალიან ბედნიერები ვართ, რომ დიდი ხნის სურვილი აგვიხდა და სექტემბრიდან, უკვე თინეიჯერებიც შემოუერთდებიან ჩვენს სკოლას!

მთელი გულით გვჯერა, რომ ის მეგობრული, თავისუფალი, ფერადი და პოზიტიური გარემო, რომელსაც “ბექას სკოლა”  მოსწავლეებს წლებია სთავაზობს, ისეთივე კომფორტული, სტრესისგან დაცლილი და თავისუფალი იქნება, ჩვენი  მოზარდებისთვის, როგორც ზრდასრულთათვის.

Მთავარი, რასაც მოსწავლეებს ვთავაზობთ, სწრაფად და ზედმეტი სტრესის გარეშე უცხო ენასთან დაკავშირებული ბარიერების დაძლევა და ინგლისურად ალაპარაკებაა. უცხოელ მასწავლებლებთან გაკვეთილები ძალიან სწრაფად უვითარებს მოზარდებს საუბრის უნარებს.
Ზოგადი ინგლისურის კურსი მოზარდებისთვის მოიცავს ენის ყველა კომპონენტს – გრამატიკას, ლექსიკას, საუბრის, მოსმენის, წერის და კითხვის უნარებს. მეთოდოლოგია, რასაც ვიყენებთ, სწორდ მოზარდებისთვისაა შექმნილი და მათ საჭიროებებზეა მორგებული.

Რა ასაკის ჯგუფები გეყოლებათ და რის მიხედვით ხდება მოსწავლეების დაჯგუფება?

ბექა: გვეყოლება 11 – 13 წლის და 14 – 16 წლის მოზარდთა ჯგუფები. Ჯგუფებად დაყოფა კი გარდა ასაკისა, ინგლისური ენის არსებული ცოდნის დონის მიხედვით მოხდება. Ამისთვის, მსურველები ჯერ ჩვენს ონლაინ ტესტს დაწერენ, შემდეგ კი გასაუბრებას გაივლიან სასაუბრო ინგლისურის დონის ზუსტად განსასაზღვრად. 

გაკვეთილები ონლაინ ჩატარდება თუ სკოლაში?

ბექა: Პანდემიაგამოვლილი მოზარდები, რომლებსაც ისედაც უამრავ გაჯეტთან აქვთ მთელი დღის მანძლზე შეხება, აღარ გვინდა დავსტრესოთ ონლაინ სწავლებით და ამ ეტაპზე, გადავწყვიტეთ მხოლოდ ფიზიკურ სივრცეში სწავლებით შემოვიფარგლოთ.

Რამდენი ხანი გრძელდება კურსი და კვირაში რამდენი გაკვეთილს მოიცავს?

ნატალი: ურსი 10 თვე გრძელდება და 120 საათს მოიცავს. ვირაში 2 გაკვეთილი ჩატარდება. ითოეული გაკვეთილი კი 1.5 საათ გრძელდება, რომელიც 10 წუთიან შესვენებასაც მოიცავს მცირე განტვირთვისთვის.

Რამდენი მოსწავლე იქნება ჯგუფში?
ბექა: გუფში მაქსიმუმ 8-9 მოსწავლე გვეყოლება. 

მოგვიყევით მასწავლებლებზე, სწავლების მეთოდსა და სახელმძღვანელოებზეც?

ბექა: სასწავლო პროგრამა არ იქნება სტანდარტული და მოზარდებს ამ პროცესში სხვადასხვა აქტივობას შევთავაზებთ, როგორიცაა – ვიდეოების ჩვენება, სამაგიდო თამაშები, პრეზენტაციები, თამაშები, ქვიზები და ა.შ. ცხადია, ყველა აქტივობა ინგლისურ ენაზე გვექნება.

Დამწყები დონის მოსწავლეებთან ქართველი მასწავლებელი იმუშავებს, საშუალო და მაღალ დონეებზე კი გაკვეთილებს უცხოელი მასწავლებელი ჩაატარებს. 

კურსისთვის ვიყენებთ მსოფლიოს წამყვანი გამომცემლობების სახელმძღვანელოებს და მრავალფეროვან დამატებით, კლასგარეშე მასალასაც.

Საინტერესოა თქვენი მიდგომა საშინაო დავალებებთან დაკავშირებით, რამდენად დატვირთულები იქნებიან თქვენი მოსწავლეები?

ბექა: Მაქსიმალურად ვცდილობთ, ენის შესწავლა მოხდეს სკოლის სივრცეში და არ დავტვირთოთ მოზარდები საშინაო დავალებებით, რომლითაც ისედაც გადაღლილები არიან სკოლაში. Თუმცა, ამავდროულად, ლოგიკურია, რომ პროგრესი უფრო სწრაფად მიღწევადია დამატებითი მეცადინეობის შედეგად. Შესაბამისად, ვცდილობთ შუალედის დაჭერას – კურსი საშინაო დავალებებს მოიცავს, თუმცა,  ვერიდებით მოსწავლეების ზედმეტად გადატვირთვას.

Როგორ აფასებთ მოსწავლის პროგრესს, რამდენად ემხრობით ხშირ ტესტირებებს და გამოცდებს?

ნატალი: Იქიდან გამომდინარე, რომ მოზარდების დიდი ნაწილისთვის ტესტირებები და გამოცდები საკმაოდ დიდ სტრესთანაა დაკავშირებული (რაც სკოლაშიც არ აკლიათ), ამ ასპექტშიც ვცდილობთ მათი საჭიროებები გავითვალისწინოთ და ამას უფრო სახალისო – ქვიზების სახე მივცეთ. Ინტერაქციული ლაივ Ქვიზები, რომლებიც სმარტფონით კეთდება გაკვეთილზე,  ყოველი თვის ბოლოს ექნებათ ჯგუფებს, რაც მასწავლებელს პროგრესის შეფასების შესაძლებლობას მისცემს და მოსწავლესაც სახალისო ფორმით მიაწვდის უკუკავშირს.

Გარდა ამისა, კურსის დასაწყისში და ბოლოს, მოსწავლეები შეავსებენ პრე და პოსტ ტესტებს, რაც მასწავლებელს, მოსწავლეს თუ მშობელს, აჩვენებს სრული კურსის განმავლობაში მოზარდის მიერ მიღწეულ პროგრესს.

Როგორი ტიპის კომუნიკაციას ამყარებთ მშობლებთან, რომ მათ მუდმივად ქონდეთ ინფორმაცია შვილების სწავლის პროცესზე?
ნატალი: ყველა ჯგუფს თავისი კურატორი ეყოლება, რომელიც მშობელთან მუდმივად კავშირში იქნება. ყოველი თვის ბოლოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით, მშობლები მისგან მიიღებენ მათი შვილის პროგრესის შეფასებას მასწავლებლის მხრიდან, დასწრების აღრიცხვას და ყოველთვიური ქვიზების შედეგებს. Საჭიროების შემთხვევაში, მშობელს ექნება შესაძლებლობა, პირადად დაუკავშირდეს კურატორს და მიიღოს ნებისმიერი მისთვის საინტერესო ინფორმაცია სასწავლო პროცესთან დაკავშირებით.
რა არის კურსის საფასური, რა შედის კონკრეტულად მასში და როგორ ხდება გადახდა?

ბექა: სრული კურსის ფასი 2250 ლარია. ფასში შედის: ტესტირება, გასაუბრება და სახელმძღვანელო. Გადახდა წინასწარ ხდება, თუმცა, კურსზე მოქმედებს 0%-იანი განვადება TBC ბანკის ან Re|Bank-ის საშუალებით, რომლის ხარჯსაც სრულად ფარავს სკოლა, ხოლო, მშობელი თავად ირჩევს მისთვის მოსახერხებელ გადახდის გრაფიკს.

Და ბოლოს, როგორ დარეგისტრირდნენ მსურველები ამ კურსზე?

ნატალი: Რეგისტრაციის პროცესი მარტივია – მშობელმა ან მოზარდმა უნდა შეავსოს ონლაინ რეგისტრაციის ფორმა, რის შემდეგაც ჩვენი ადმინისტრატორები დაუკავშიდებიან. ჯგუფში ჩასმამდე, მოზარდი აუცილებლად გაივლის ტესტირებას და გასაუბრებას, რომ მისი შესაბამის ჯგუფში ჩასმა მაქსიმალური სიზუსტით მოხდეს. 

Რეგისტრაციის პროცესი უკვე დაწყებულია, ჯგუფები აგვისტოს ბოლოს დაკომპლექტდება, უშუალოდ სწავლებას კი 11 სექტემბრიდან ვიწყებთ. Ასე რომ გელით ზაფხულის განმავლობაში და იმედი გვაქვს, სექტემბერში შევხვდებით! 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი