ახალი ამბები

„Tatort”-ლაშა ბაქრაძე პოპულარულ გერმანულ ტელესერიალში გადაიღეს

27 მაისი, 2023 • 2220
„Tatort”-ლაშა ბაქრაძე პოპულარულ გერმანულ ტელესერიალში გადაიღეს

ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე  პოპულარულ გერმანულ დეტექტიურ სერიალში „Tatort” (დანაშაულის ადგილი) გადაიღეს. სერიალი 1970 წლიდან გადის გერმანულოენოვანი არხების ეთერში და ყველაზე ხანგრძლივი გერმანული სერიალია. ლაშა ბაქრაძე თამაშობს მაფიის ბოსის როლს. ამის შესახებ იგი თავის ფეისბუკ გვერდზე წერს:

 

ყველაზე ხანგრძლივ და პოპულარულ გერმანულ სერიალში ასევე თამაშობენ ქართველი მსახიობები: თემიკო ჭიჭინაძე და მარიამ ავალიანი. ახალი სეზონის პრემიერა შედგება ორშაბათს, გერმანიის პირველ არხზე, ავსტრიისა და შვეიცარიის ტელევიზიებში.

ფოტო გარეკანზე: ლაშა ბაქრაძის ფეისბუკ გვერდი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი