ახალი ამბები

„ალბათ, სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა“ — ღარიბაშვილი პუტინის განცხადებაზე

27 მაისი, 2023 •
„ალბათ, სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა“ — ღარიბაშვილი პუტინის განცხადებაზე

საქართველოს პრემიერმინისტr ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისი განცდით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იგულისხმა მიხეილ სააკაშვილი და მისი მთავრობა, როცა ფრენების აღდგენაზე საუბრობდა.

„მე მეჩვენებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცალსახად აყენებდა სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ნორმალური ავიაფრენების აღდგენის საკითხს და ჩვენ ეს შემხვედრი ნაბიჯი გადავდგით…“ — თქვა რუსეთის პრეზიდენტმა 26 მაისს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ავიარეისების დანიშვნაზე საუბრისას.

ღარიბაშვილი კი მიიჩნევს, რომ პუტინის ნათქვამი „ქართული ოცნების“ მთავრობასა და მას არ ეხება.

„ჩვენ ოფიციალურად გაცხადებული გვაქვს, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან არ გვაქვს პოლიტიკური დიალოგი. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა სავაჭრო-ეკონომიკურ საკiთხებზე, ეს ღიაა და ამის თაობაზე დასამალი არაფერი გვაქვს. ჩვენ ვიცით, რომ დიასპორის ძალიან ბევრი წარმომადგენელი ითხოვდა ამას [პირდაპირი ფრენები და უვიზო რეჟიმი რუსეთთან], ქართული ბიზნესი ითხოვდა ამას, სხვა ჯგუფებიც ითხოვდნენ და ეს ხდებოდა წლების განმავლობაში.

მთავარზე მინდა გააკეთოთ აქცენტი: თუ ვინმე ითხოვდა ფრენების აღდგენას, ვაჭრობის აღდგენას, ეს იყო სააკაშვილი და მისი მთავრობა. ჩემი განცდა ასეთია, რომ ალბათ, [პუტინი] გულისხმობდა სააკაშვილის მთავრობას“, — თქვა პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა დღეს, 27 მაისს.

მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა 10 წლის წინ, ჯერ კიდევ 2013 წელს ამოეწურა. უკვე 10 წელზე მეტია, საქართველოს ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული „ქართული ოცნება“ მართავს, მიხეილ სააკაშვილი კი სხვადასხვა ბრალდებით ციხეშია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი