ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქო-ერევანის სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა პირველ ივნისს გაფორმდეს

26 მაისი, 2023 • 1017
ბაქო-ერევანის სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა პირველ ივნისს გაფორმდეს

სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო შეთანხმებას შესაძლოა მომდევნო კვირაში, პირველ ივნისს მოლდოვაში, ევროპული სამიტის ფარგლებში მოეწეროს ხელი. ამის შესახებ azatutyun.am საფრანგეთში აზერბაიჯანის ელჩზე, ლეილა აბდულაევას განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

“ეს ისტორიული მომენტია, რომლის გაშვებაც არ შეიძლება”, – აცხადებს აბდულაევა.

აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური პასუხი ერევანს ჯერ არ გაუკეთებია.

სამიტის ფარგლებში მოლდოვაში იგეგმება ხუთმხრივი შეხვედრა სომხეთის პრემიერ მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს შორის.

გუშინ, 25 მაისს, პუტინის მიწვევით, მოსკოვში ფაშინიანსა და ალიევს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე შეთანხმდნენ.

22 მაისს ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიანი-ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის გარანტიების მიღების შემდეგ, სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ყარაბაღთან ერთად აღიაროს.

წაიკითხეთ ასევე:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი