ახალი ამბები

„ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“ — მორგოშია ზეიმობს პარლამენტთან ევროკავშირის დროშის არჩამოკიდებას

25 მაისი, 2023 • 1754
„ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“ — მორგოშია ზეიმობს პარლამენტთან ევროკავშირის დროშის არჩამოკიდებას

პრორუსული ტელეკომპანიის „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი, კონსტანტინე მორგოშია მიესალმება იმ ფაქტს, რომ 26 მაისისთვის პარლამენტზე ევროკავშირის დროშა არ ჩამოკიდეს.

„რეალური დამოუკიდებლობა ჯერ ისევ შორსაა!!! მაგრამ წელს უკრაინის და ევროკავშირის დროშები მაინც ჩამოხსნეს და ესეც დასაფასებელია!!! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!!! დიდება უფალს!!! გაუმარჯოს საქართველოს!!,“ – წერს ის ფეისბუკზე.

ხვალ, 26 მაისს, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. შარშან, ამავე დღეს, პარლამენტის შენობაზე, საქართველო დროშებთან ერთად, ევროკავშირის დროშებიც ჩამოკიდეს, წელს კი ეს არ მომხდარა.

საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა სოციალურ ქსელში პროტესტი გამოთქვა იმის გამო, რომ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საჯარო სივრცეებიდან ევროკავშირის დროშა გაქრა და ეს მთავრობის კურსის ცვლილებას დაუკავშირეს.

„ალბათ, მალე ჩამოხსნიან ევროპის დროშას, რომელიც დღემდე ფრიალებს პარლამენტის წინ. ყველასთვის ცხადია, როგორ ვშორდებით ევროპას,“ — დაწერა ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ პირად ფეისბუკგვერდზე..

რაც შეეხება ოფიციალურ პოზიციას, მთავრობაში ამბობენ, რომ ყოველწლიურად გაფორმება სხვადასხვანაირია. უწყებას არგუმენტად მოჰყავს ასევე ისიც, რომ „წელს 26 მაისის გზავნილია „თავისუფლების სიყვარულით“. დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე-გაფორმება მოხდა ეროვნული სიმბოლიკით. შარშანდელი თემა იყო „ევროპისკენ“.

მთავრობა განმარტავს, რატომ აღარ ფიგურირებს EU-ის დროშა საზეიმო გაფორმებაში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი