ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“ [ასევე ცნობილი, როგორც ლეგიონი L], „რუსულ მოხალისეობრივ კორპუსთან“ ერთად, გეგმავს, უკრაინა-რუსეთის საზღვარზე “დემილიტარიზებული ზონა” შექმნას.
არსებული ცნობებით, სწორედ ეს ორი დაჯგუფება, რომელიც რუსებისგან შედგება და უკრაინის მხარე იბრძვის, წარმოადგენს დამრტყმელ ძალას ბელგოროდში განხორციელებულ იერიშში, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს
„ვითარება რთულია. ლეგიონი და „რუსული მოხალისეობრივი კორპუსი“ ქმნიან დემილიტარიზებულ ზონას რუსეთის საზღვართან, საიდანაც ისინი [რუსეთის ჯარი] ვეღარ შეძლებენ უკრაინის დაბომბვას.
შემდგომ, მივდივართ მთელი რუსეთის პუტინის დიქტატის გათავისუფლებისკენ და დანაშაულებრივი ომის შეწყვეტისკენ“, – განუცხადა ლეგიონმა უკრაინულ გამოცემა „სუსპილნეს“.
22 მაისის დილიდან, მედია და ტელეგრამ-არხები აქტიურად წერენ უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში მიმდინარე მოვლენებზე.
ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსების ლეგიონმა რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავა, ხოლო იქამდე – რუსული სასაზღვრო პუნქტი გაანადგურა.
ინფორმაცია ამ მოვლენებზე საკმაოდ სწრაფად ვრცელდება, მისი გადამოწმება კი საკმაოდ რთულია.
ამ თემაზე გირჩევთ: