ახალი ამბები

ენმ: ჩვენი წევრი ლაშა ფარულავა სიმღერა „მიშა მაგარია-ს“ გამო პოლიციასთან დააკავეს

21 მაისი, 2023 • 2175
ენმ: ჩვენი წევრი ლაშა ფარულავა სიმღერა „მიშა მაგარია-ს“ გამო პოლიციასთან დააკავეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცნობით, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა წუხელ საგარეჯოს პოლიციასთან დააკავეს.

ენმ-ს განცხადებით, დაკავების მიზეზია სიმღერა „მიშა მაგარია“.

“გუშინ საგარეჯოს პოლიციასთან, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა საქართველოს, უკრაინის და ევროკავშირის ჰიმნი ჩართეს, ასევე ჩართეს სიმღერა „მიშა მაგარია“, რაზეც გაღიზიანდა დეპარტამენტის უფროსი, დაიწყო მოლაპარაკებები, რომ სიმღერა გამორთულიყო, მაგრამ უარის მიღების შემდეგ სცადა ძალით გამოერთო, რა დროსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა და პარტიის წევრი გიორგი ლომიძე დააკავეს.

როგორც დღეს გაირკვა, საგარეჯოს სამმართველოსთან დაკავებული პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა ზაჰესში, წინასწარი მოთავსების განყოფილებაში.

როგორც ოჯახს აცნობეს სასამართლო დღეს ჩატარდება”, – აცხადებენ შსს-ში.

გუშინ ყვარლის ტბის სასტუმროსთან და პოლიციის შენობასთან 15-მდე ადამიანი დააკავეს, მათ შორის არის “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია. ისინი აპროტესტებდნენ ლავროვის შვილისა და სიძის საქართველოში ყოფნას ნათესავების ქორწილზე. ორივე მათგანი დასავლური სანქციების ქვეშაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი