ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

TASS: პეტერბურგის “კულტურათა დიალოგში” საქართველოც მონაწილეობს

19 მაისი, 2023 • 1677
TASS: პეტერბურგის “კულტურათა დიალოგში” საქართველოც მონაწილეობს

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, საერთაშორისო მედია-ფორუმში სახელწოდებით “კულტურათა დიალოგი”, რომელიც რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში, სახელმწიფო ერმიტაჟის სივრცეში 19-21 მაისს ტარდება, 16 მონაწილე ქვეყანას შორის საქართველოცაა [ინფორმაცია საქართველოდან მონაწილეთა ვინაობის შესახებ, ამ ეტაპზე არ გავრცელებულა].

“ფორუმი ისევ საერთაშორისოა, მიუხედავად უმძიმესი საერთაშორისო გარემოებებისა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს დიალოგი, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოუდგენელი საინფორმაციო ომია”, –  მიმართა ფორუმის მონაწილეებს კრემლის პროპაგანდისტმა, რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის ხელმძღვანელმა ვლადიმერ სოლოვიოვმა.

რუსული მხარის ინფორმაციით, მონაწილე ქვეყნებს შორის არის ასევე, “სერბეთი, საბერძნეთი, ინდოეთი, სომხეთი, ბელარუსი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, სამხრეთ ოსეთი და ა.შ”.

TASS-ის ცნობით, ღონისძიება იმართება სანკტ-პეტერბურგის ხელმძღვანელობის, საპრეზიდენტო ფონდისა და ტელევიზიისა და რადიოს საერთაშორისო აკადემიის მხარდაჭერით.

მასალების გადაბეჭდვის წესი