ახალი ამბები

კვარაცხელიას ტრავმა აქვს – მან შეიძლება „ინტერთან“ მატჩი გამოტოვოს

19 მაისი, 2023 • 996
კვარაცხელიას ტრავმა აქვს – მან შეიძლება „ინტერთან“ მატჩი გამოტოვოს

„ნაპოლის“ ქართველ ვინგერს, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა აქვს.

კლუბის ოფიციალური განცხადებით, კვარაცხელიამ დარბაზში, ინდივიდუალურად ივარჯიშა.

უცნობია, კონკრეტულად რისი ტრავმა მიიღო ფეხბურთელმა და რამდენი ხნის განმავლობაში იუქმებს. „ნაპოლიში“ მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ხვიჩამ დაზიანება გუშინ, ვარჯიშზე მიიღო.

შესაძლოა, კვარაცხელიამ გამოტოვოს კვირას, მილანის „ინტერთან“ დაგეგმილი შეხვედრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი